16.06.2014

სამცხე - ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, ბატონ მერაბ ბერიძის ოფიციალური თხოვნის საფუძველზე, ქ.ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, რუსთაველის ქუჩიდან ზარზმის ქუჩისკენ მიმავალ აღმართს ეწოდა პროფესორ ვალერი სილოგავას სახელი.