19.06.2014

S0855185მიმდინარე წლის 14 ივნისს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეს, ტემპუსის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში „ASPIRE“ (‘Access to Society for People with individual requirements“ –სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“) საქართველოს 5 უნივერსიტეტის რექტორმა (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჯიპა, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისის საელმწიფო უნივერსიტეტი) ხელი მოაწერეს ინკლუზიის დეკლარაციას, რომელიც ეფუძნება სამ ძირითად იდეას ,,შექმენი გარემო, აღიქვი შესაძლებლობა და განაპირობე განათლება’’.
დეკლარაციის მიზანია ინკლუზიური განათლების პრაქტიკის დანერგვა, განვითარება და გათვალისწინება უმაღლესი განათლების ყველა ეტაპზე და ასპექტში და   სტუდენტების და ლექტორების ჩართულობის და თანამონაწილეობისთვის პირობების უზურუნველყოფა.
ამავე დღეს გაიმართა სხავასხვა ღონისძიება, სადაც მონაწილეობდნენ უნივერსიტეტის საერთაშორისო პროექტის TEMPIS-ASPARE-ს წევრები: პროფ. თინა გელაშვილი(მენეჯერი, პროფ. ირმა ქურდაძე მკვლევარი, და პროფ. გულნარა ჯანოვა-მკვლევარი).