19.06.2014

S0795175მიმდინარე წლის 12-13 ივნისს, საერთაშორისო პროექტის, TEMPUS-ASPARE-ის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის (პარტნიორი ილიაუნის უნივერსიტეტთან) პროექტში მონაწილეთა მიერ მომზადდა და ჩატარდა შესზღუდული შესაზლებლობების ადამიანთა უფლებათა დაცვის ეროვნული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები: 1. ახალციხის რაიონის სკოლის დირექტორებთან და უნივერსიტეტის აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალთან შეხვედრა, პროექტის ASPARE -ის მიზნების და ამოცანების გაცნობა და დისკუსია, რაიონში არსებულ სპეციალური საჭიროების ახალგაზრდების პრობლემების შესახებ; 2. დისკუსია თემაზე: ,,სტუდენტთა ხედვა სპეციალური საჭიროების მქონე ახლგაზრდების უნივერსიტეტებში შეღწევადობაზე, პრობლემები, პერსპექტივები და გამოწვევები; 3. რაბათის ციხის ტერიტორიაზე გიმართა ASPARE-ის ეროვნული დღისადმი მიძღვნილი კონცერტი, სადაც მონაწილეობას ღებულობდნენ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოლკლორული ანსამბლები, მე-5, მე-7 და ზიკილიის საჯარო სკოლის მოსწავლეები. იქვე მოეწყო სპეციალური სკოლის მოსწავლეთა გამოფენა და ყველა ბავშვს გადაეცა მოკრძალებული საჩუქრები, რომელიც განხორციელდა ლიბერთი ბანკის ს/ჯ ფილიალის, შპს ,პაპირონი“-ს, სასტუმრო ,,ლომსიას“ და ი/მ ზ. დურგლიშვილის ხელმძღვანელთა მხარდაჭერით.