23.06.2014

10362837 519463111491360 5686997530920430703 n19 ივნისს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიხსნა საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმი, თემით -,,პირველი მსოფლიო ომი და სამხრეთ საქართველო"
20 ივნისს, სიმპოზიუმი გაგრძელდა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში და იგი მიეძღვნა პეტრე ხარისჭირაშვილის დაბადებიდან მე - 200 წლისთავს.
სიმპოზიუმზე მოხსენებები წარმოადგინეს სხვადასხვა უნივერსიტეტების პროფესორებმა.
სამცხე - ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა, მერაბ ბერიძემ, სტუმრებს გააცნო 1907 წელს შედგენილი ივანე გვარამაძის ხელნაწერი ლექსიკონის ფოტომასალა,მან აღნიშნა,რომ ხელნაწერი ლინგვისტიკისთვის ძალზედ მნიშვნელოვანი შენაძენია,რომ ეს მასალა ახალი საეტაპო ლექსიკონია და ასახავს ქართული ენის სინამდვილეს.
მომხსენებების შემდეგ, ჩატარდა შემაჯამებელი სხდომა, ბატონმა მერაბმა, სხვა მომხსენებლებთან ერთად აღნიშნა,რომ სიმპოზიუმი შედგა. იხილეთ ვრცლად