24.06.2014

10425171 519499498154388 5931844283049036129 n20-21 ივნისს, საერთაშორისო ორგანიზაცია „ქართველ სტუდენტთა მსოფლიო გაერთიანების“ ორგანიზებით, სიღნაღში პირველი სტუდენტური კონგრესი „სტუდენტური პერსპექტივები და გამოწვევები“ ჩატარდა.
კონგრესში, რომელიც სტუდენტური პრობლემატიკის წარმოჩენას ისახავდა მიზნად, მთელი ქვეყნის მასშტაბით 13 უნივერსიტეტის 38-მდე სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა, მათ შორის ჩვენმა სტუდენტებმაც. ესენი იყვნენ: მარიამ ნარიმანიძე, ანა კორშია, ზურა გელაშვილი.
კონგრესი გახსნეს საქართველოს სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ რატი ბრეგაძემ და საერთაშორისო ორგანიზაცია „ქართველ სტუდენტთა მსოფლიო გაერთიანების“ თავჯდომარემ ნინო შარაშიძემ.
კონგრესის ფორმატი ასეთი იყო - სტუდენტებს უტარდებოდათ სხვადასხვა თრენინგები და ლექცია - სემინარები, რომელშიც ისინი აქტიურად იყვნენ ჩაბმული.ეს სემინარები იყო:
კონგრესის ფარგლებში გამოთქმული მოსაზრებები აისახება ერთიან დოკუმენტში, რაც სტუდენტურ თვითმმართველობებს ეფექტურ განვითარებაში შეუწყობს ხელს, დაინტერესებულ სახელმწიფო სტრუქტურებს კი სტუდენტებისთვის უფრო პრიორიტეტული პროექტების განხორციელებაში დაეხმარება.
აღნიშნული დოკუმენტის გამოქვეყნება 2014 წლის სექტემბერში იგეგმება.