27.06.2014

30 ივნისს, 11:00 საათზე, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდება სამეცნიერო სემინარი თემაზე: ,,თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე ქართული მატერიალური კულტურის ძეგლების კვლევის პრობლემები და პერსპექტივები''.
სემინარი ჩატარდება ,,კავკასიის უნივერსიტეტის'' პროექტის ,,თურქეთში მდებარე ქართული ისტორიული მხარეების ტაო-კლარჯეთისა და კოლა-არტანის ქართული მატერიალური კულტურის ძეგლების კატალოგის’’ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.
სემინარი 11:00 საათიდან 13:00 საათმდე გასტანს, რომლის პირველი ნაწილი დაეთმობა მოხსენებას, ხოლო დარჩენილი დრო კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართება.
სემინარზე დასწრება თავისუფალია და იგი სასარგებლო იქნება, როგორც სტუდენტებისათვის, ასევე უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებისა და ამ თემატიკით დაინტერესებული ადამიანებისათვის.
სემინარს გაუძღვება პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი თეიმურაზ ხუციშვილი.
ღონისძიება ხორციელდება ,,კავკასიის უნივერსიტეტისა'' და ,,საქართველოს კულტურისა და ტურისტული რესურსების კვლევის ცენტრის'' ერთობლივი თანამშრომლობით, ზემოთ აღნიშნული პროექტის ფარგლებში.