01.07.2014

ახალქალაქის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ჩატარდა ბორის ლომსაძის დაბადებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო. ბორის ლომსაძე - არაჩვეულებრივი პიროვნება და პროფესიონალი... ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ბორის ლომსაძე ქართული მეცნიერებისათვის დიდი დანაკლისია. იგი წლების მანძილზე იყო ბიოლოგიის ფაკულტეტზე ერთერთი დიდი კათედრის - ბიოფიზიკის კათედრის ხელმძღვანელი. ბატონმა ბორისმა 90-იან წლებში, როცა ექსპერიმენტების ჩასატარებლად უკვე ბოლო რესურსებს იყენებდა კათედრა, გაუსაძლის სიცივეში, უშუქობაში, ბოლომდე შეძლო კათედრის მუშაობის უზრუნველყოფა. ამ დიდი მეცნიერის მოგონებას მიეძღვნა ეს დღე. ახალქალაქში ჩვენი უნივერსიტეტის ფილიალის გახსნაში მას დიდი როლი მიუძღვის. სიტყვით კი არა - საქმით! - ეს იყო ბატონ ბორის ლომსაძის დევიზი.