01.07.2014

გაერთიანებული ერების ,,ახალგაზრდა პროფესიონალთა პროგრამის" ფარგლებში ცხადდება კონკურსი, რომელშიც მონაწილეობის უფლება 2014 წელს საქართველოს მოქალაქეებსაც მიეცათ.

აღნიშნული პროგრამა განკუთვნილია გართიანებული ერების იმ წევრი ქვეყნებისთვის, რომლებიც გაეროს სამდივნოში არსებულ გეოგრაფიულ პოზიციებზე რიცხობრივი თვალსაზრისით არასათანადოდ არიან წარმოჩენილნი.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს მოქალაქეს, რომელიც გამოცდის დღეს იქნება 32 წლის ან უფრო ახალგაზრდა (დაბადებული 1982 წლის 1 იანვარს ან შემდგომ) და აქვს უმაღლესი განათლება (სავალდებულოა ბაკალავრის დიპლომი) იმ სპეციალობის შესაბამის სფეროში, რომელზეც შეაქვს განაცხადი. ამასთანავე, აპლიკანტი თავისუფლად უნდა ფლობდეს ინგლისურ ან ფრანგულ ენას.

გაეცანით კონკურსის პირობებს

ახალგაზრდა პროფესიონალთა პროგრამის(YPP) კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განცხადების შეტანა დაიწყო 2014 წლის 14 ივნისს და გასტანს 2014 წლის 27 აგვისტომდე.

სპეციალობების მიხედვით განაცხადების მიღება მოხდება სამ ფაზად:
14 ივნისი - 13 აგვისტო (სპეციალობებზე: საინფორმაციო სისტემები და ტექნოლოგია; პოლიტიკური საკითხები);
21 ივნისი - 27 აგვისტო (სპეციალობებზე: ეკონომიკური საკითხები; რადიო პროდიუსერი;)
28 ივნისი - 27 აგვისტო (სპეციალობებზე: ადამიანის უფლებები, ბიბლიოთეკა/საინფორმაციო მენეჯმენტი; ფოტოგრაფია)

გამარჯვებული კონკურსანტების მონაცემები განთავსდება გაეროს სპეციალურ მონაცემთა ბაზაში და ისინი მიიღებენ გაეროს სისტემაში დასაქმების წინადადებას.


გამარჯვებული კონკურსანტების მონაცემები განთავსდება გაეროს სპეციალურ მონაცემთა ბაზაში და ისინი მიიღებენ გაეროს სისტემაში დასაქმების წინადადებას.