08.07.2014

tina gelashviliმიმდინარე წლის 1-5 ივლისს, საერთაშორისო პროექტის TEMPUS-ASPIRE-ს ფარგლებში, EDGE-HILL (დიდი ბრიტანეთი) უნივერსიტეტი მასპინძლობდა პარტნიორ უნივერსიტეტებს. სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ვორკშოპსა და ტრენინგზე მონაწილეობას ღებულობდა პროექტის ინსტიტუციონალური მენეჯერი, პროფესორი თინა გელაშვილი.
ტრენინგის ძირითადი თემატიკა იყო უნივერსიტეტებისთვის ევროპის უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში ხარისხის შეფასების სტანდარტების, სახელმძღვანელოს, სწავლის შედეგების და შეფასების სისტემების და პროცედურების, ასევე პროგრამის (კურიკულუმის) მონიტორინგი და ECTS და EU-TUNING -ს გაცნობა.
ვორკშოპზე, სადაც ილიაუნის, პორტიჯის საერთაშორისო ასოციაციის, სამცხე-ჯავახეთის და სომხეთის უნივერსიტეტები ესწრებოდნენ, ევროკავშირის და ბრიტანეთის უმაღლესი განათლების ექსპერტთა დახმარებით მომზადდა ხარისხის შეფასების ჩარჩო და გეგმა ASPIRE-ს კურიკულუმისა და საპილოტე მოდულებისთვის.