14.07.2014

DSCN49822014 წლის 11 ივლისს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა რესპუბლიკური სამეცნიერო კონფერენცია ონომასტიკაში, ახალციხე-2014.
კონფერენცია მიეძღვნა პროფესორების - ვალერი სილოგავასა და სერგო მელიქიძის ნათელ ხსოვნას.
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მერაბ ბერიძემ, მოწვეულმა სტუმრებმა და კონფერენციის მონაწილეებმა, ყვავილებით შეამკეს გრიგოლ ხანძთელისა და ივანე ჯავახიშვილის ძეგლები, ამასთანავე, უნივერსიტეტის პირველ კორპუსში გაიხსნა პროფესორ ვალერი სილოგავას სახელობის კაბინეტი.
1300 საათზე უნივერსიტეტის მეორე კორპუსში, პავლე ზაზაძის სახელობის კაბინეტში შედგა კონფერენციის გახსნა, რის შემდეგაც წარიმართა სექციური მუშაობა.

კონფერენცის შემაჯამებელი სხდომა გაიმართა 1830 საათზე, რითაც დასრულდა კონფერენციის სამუშაო დღე.

12 ივლისს, სტუმრება  დაათვალიერეს ახალციხის ციხე და შემდეგ გაემგზავრნენ.