11.08.2014

2014 წლის 12 აგვისტოს, იწყება საერთაშორისო დიალექტოლოგიური ექსპედიცია.
ექსპედიციაში სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად მონაწილეობენ პარტნიორი უნივერსიტეტების სტუდენტები (თურქეთის რესპუბლიკის არტაანის უნივერსიტეტი, წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი).
საველე მუშაობა ჩატარდება ასპინძის რაიონის სოფლებში (სარო, ხიზაბავრა, ვარგავი, თოკი).
ექსპედიციას ხელმძღვანელობს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მერაბ ბერიძე.