12.08.2014

DSCN567712 აგვისტო. ექსპედიციის პირველი დღე.
ექსპედიცია დაიწყო სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ასპინძის რაიონის სოფელ თოკში გასვლით. სტუდენტებმა მოისმინეს ხელმძღვანელის, პროფესორ მერაბ ბერიძის ზოგადი ხასიათის ლექცია ექსპედიციის მიზნების, გეოგრაფიული არეალის, სამცხურ-ჯავახური დიალექტისა და ყველა იმ მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლის შესახებ, რომელიც სოფლისკენ მიმავალ გზაზე მდებარეობს.
ლექცია გაგრძელდა სოფ. თოკის ეკლესიის ეზოში, სადაც პროფესორმა სტუდენტებს გააცნო სოფლის ისტორიის, მისი მოსახლეობის შესახებ ძირითადი ინფორმაცია. მონაწილეები მუშაობას შედარებით მცირერიცხოვან ჯგუფებად შეუდგნენ. თითოეულმა ჯგუფმა მნიშვნელოვანი მასალა მოიპოვა.