26.08.2014
2014 წლის 12-16 აგვისტოს მოეწყო საერთაშორისო დიალექტოლოგიური ექსპედიცია.
ექსპედიციაში სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად მონაწილეობდნენ პარტნიორი უნივერსიტეტების სტუდენტები (თურქეთის რესპუბლიკის არტაანის უნივერსიტეტი, წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი).
საველე მუშაობა ჩატარდა ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფლებში.
ექსპედიციას ხელმძღვანელობდა პროფესორი მერაბ ბერიძე.