02.09.2014

906375 624374034350188 2805224129887301591 o20-21აგვისტოს, ევროკომისიის ჰუმანიტარული დახმარების და სამოქალაქო დაცვის გენერალურმა დირექტორატმა (ECHO), კატასტროფებისადმი მზადყოფნის პროგრამის (DIPECHO) ფარგლებში, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად გამართა პროგრამას DIPECHO 2014-2015, პრეზენტაცია ქალაქ ბათუმში.
ღონისძიების მიზანი იყო პროგრამაში ჩართული ყველა მხარისათვის, მათ შორის საქართველოს ცენტრალური მთავრობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის, განათლებისა და მეცნიერების სამინიტროს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებისთვის, გაეცნოთ პროექტის ძირითადი მიზნები და ამოცანები და დაესახათ ერთობლივი სამომავლო გეგმები.
აღნიშნული პროგრამის პირველ ეტაპზე 2012-2013 წლებში სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სკოლამდელი განათლების გუმჯობესების მიზნით სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მესვეურთა მიერ წარმატებით განხორციელდა პროექტი - „კატასტროფების რისკის შემცირების ინკლუზიური პროგრამა“.
პროგრამის ფარგლებში გადამზადდნენ სამცხე-ჯავახეთის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების თანამშრომლები, როგორც აღმზრდელები, ასევე ტექნიკური დარგის წარმომადგენელები და მენეჯერები. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს გადაეცათ მეთოდური ტიპის დამხმარე სასწავლო მასალა და ტექნიკური საშუალებები, გაუმჯობესდა ინფრასტრუქტურა.
ჩატარებულიღონისძიებებისმიუხედავად, აშკარადგამოიკვეთაპროექტისშემდგომიგაგრძელებისსაჭიროება.
შესაბამისად, ახალ საგრანტო კონკურსში, სადაც საკმაოდ დიდი ოდენობით იყო წარმოდგენილი საკონკურსო განაცხადები, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპონენტმა -საგანმანათლებლო პროგრამების მომზადების კუთხით დიდი მოწონება დაიმსახურა და შესაბამისად, ევროკომისიის ჰუმანიტარული მისიის ეგიდით განხორციელების შესაძლებლობა მოიპოვა.
ტრენინგების ჩატარების პარალელურად მომზადდება საგანმანათლებლო პროგრამები, რაც გააგრძელებს წარმატებით განხორციელებული პროექტის მომდევნო ფაზას.
მეორე ეტაპზე სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში მომზადდება სკოლამდელი განათლების კურიკულუმი, ასევე, სხვადასხვა მეთოდოლოგიური მასალა სკოლამდელი აღზრდის მიმართულებით, რაც საგანმანათლებლო სივრცეში აღმზრდელის მომზადების კუთხით ძალზედ მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.

konferencia batumi