10.09.2014

გაცნობებთ, რომ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებული საზეიმო ცერემონიალი დაიწყება 2014 წლის 15 სექტემბერს 11:00 საათზე უნივერსიტეტის I კორპუსთან. 

ღია კარის დღის საზეიმო გახსნის შემდეგ, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში 15 სექტემბერს, 12:00 საათზე გაიმართება: 

განათლების, სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ მაკა ბერიძის შეხვედრა პირველკურსელებთან _
I კორპუსის მეორე სართული, სამეცნიერო ბიბლიოთეკა;

იურიდიული ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ მალხაზ ლომსაძის შეხვედრა პირველკურსელებთან_ I კორპუსის IV სართული, 404 აუდიტორია;

ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის დეკანის,პროფესორ ცისკარა ზარანდიას შეხვედრა პირველკურსელებთან _ უნივერსიტეტის II კორპუსი (რუსთაველის ქ.122), 208 აუდიტორია.

ინჟინერიის, აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ გიორგი მესხის შეხვედრა პირველკურსელებთან _ უნივერსიტეტის II კორპუსი (რუსთაველის ქ.122), პავლე ზაზაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზი.

 სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის III კორპუსში (ახალქალაქი), შეხვედრა პირველკურსელებთან გაიმართება 15 სექტემბერს, 11:00 საათზე.