15.09.2014

10636805 557190267718644 7689935643812555480 oსამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, დღეს, ახალი 2014-2015 სასწავლო წლის დაწყებისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება დაიწყო 11:00 საათზე.
დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მერაბ ბერიძემ, ქალაქის მერმა ბატონმა გიორგი კოპაძემ, უნივერსიტეტის პრორექტორმა, პროფესორმა ნიკოლოზ ახალკაცმა, უნივერსიტეტის ფაკულტეტების დეკანებმა, პროფესორებმა მაკა ბერიძემ, მალხაზ ლომსაძემ, გიორგი მესხმა, ცისკარა ზარანდიამ;
პირველკურსელმა მარი ხალაძემ, კურსდამთავრებულმა ნათია მელიქიძემ.
დეკანებმა დააჯილდოვეს სტუდენტები მაღალი აკადემიური მოსწრებისათვის, უნივერსიტეტის მასწავლებელმა ქალბატონმა ნელი ღონღაძემ იმიტირებულ სასამართლო პროცესებში წარმატებული მონაწილეობისათვის დააჯილდოვა სამი სტუდენტი.
ცერემონიის დამთავრების შემდეგ პირველკურსელებთან შეხვედრა გააგრძელეს ფაკულტეტების დეკანებმა სხვადასხვა აუდიტორიებში.10499357 557187094385628 4573548900803494282 o