22.09.2014

10473613 559549054149432 791951671718642553 nტრადიციად ქცეული პოეზიის სახალხო დღესასწაული ,,შოთაობა“ ასპინძაში - ვარძიაში 20 სექტემბერს გაიმართა. ამჯერადაც, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი წარმომადგენლობითი დელეგაციითა და მრავალმხრივ საინტერესო პროგრამით შეუერთდა ღონისძიებას.
უნივერსიტეტს, გაზეთ ,,ლიტერატურული მესხეთი“-ს მიერ გამოცხადებული ლიტერატურული კონკურსის ,,სპეციალური პრემიის“ ნომინაციაში გამარჯვებული პოეტისათვის ფულადი ჯილდოც ჰქონდა დაწესებული, რომელიც მესხეთის თემატიკაზე შექმნილი საუკეთესო ლექსისთვის თამარ ლომიძეს, უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მერაბ ბერიძემ გადასცა.