25.09.2014

2014 წლის 2 ოქტომბერს,14:00 საათზე, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გაიმართება განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო კონფერენცია.
პროფესორ-მასწავლებლებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავენ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მერაბ ბერიძე, უნივერსიტეტის პრორექტორი,პროფესორი ნიკოლოზ ახალკაცი და განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი მაკა ბერიძე.
პლენარულ მოხსენებას წაიკითხავს ფსიქოლოგიის დოქტორი,ასოცირებული პროფესორი გულიკო ბექაური.
შემდეგ კონფერენცია განაგრძობს მუშაობას სექციების მიხედვით.შემაჯამებელი სხდომა ჩატარდება 17:30 საათზე, სამეცნიერო ბიბლიოთეკაში.
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებს ვთხოვთ მოხსენებათა თეზისები მოგვაწოდონ I კორპუსში,313 ოთახში ან გადმოაგზავნონ ელ.მისამართზე: JLIB_HTML_CLOAKING . 30 სექტემბრის ჩათვლით.
საკონტაქტო პირი, კონფერენციის მდივანი მანანა იოსელიანი. საკ.ტელ.: 551711009.