29.09.2014

,,საქართველოს ახალგაზრდა ხელოვანთა ასოციაცია (სახა)“ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ ,,ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის“ მხარდაჭერით ატარებს კონკურსს - ,,ეგო-არტი“ 2014.
კონკურსის მიზანია ახალგაზრდა ხელოვანთა გამოვლენა პოეზიაში, პროზასა და ფოტოგრაფიაში საქართველოს ყველა რეგიონიდან. სამივე ჟანრში გამარჯვებულ ავტორს გადაეცემა იოტა-რიდერი და სხვა სამახსოვრო საჩუქრები. ასევე, მოეწყობა ექსკურსია ქალაქგარეთ.
ავტორები უზრუნველყოფილნი იქნებიან რეგიონიდან ტრანსპორტირებითა და დედაქალაქში დაბინავებით.
კონკურსში (პროზასა და პოეზიაში) მონაწილეობას მიიღებენ ახალგაზრდები სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან.
მონაწილეობის მსურველებმა საკონკურსოდ უნდა გამოაგზავნონ ქართულ ენაზე დაწერილი ერთი გამოუქვეყნებელი (ბეჭდვით გამოცემებსა და ინტერნეტ სივრცეში) ნაწარმოები (ლექსი ან პროზა).
პროზაული ნაწარმოები არ უნდა აღემატებოდეს Sylfaen-ით აკრეფილ Word-ის (A4 ფორმატის) 4 გვერდს, შრიფტის ზომა - 12, ინტერვალი - 1,5.
ნაწარმოებები უნდა გამოგზავნოთ ელ.ფოსტაზე: JLIB_HTML_CLOAKING
კონკურსთან დაკავშირებით სპეციალური თემაა გახსნილი ურაკპარაკზე www.urakparaki.ge (მიმართულებით: ურაკპარაკი - ფორუმი - კონკურსები - „ეგო-არტი“ 2014); ასევე შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ჩვენს ფეისბუქ-გვერდზე: https://www.facebook.com/SAXA2013