01.10.2014

22-25 სექტემბერს ტემპუსის პროექტის - ,,სტუდენტთა კარიერული მომსახურების განვითარება საქართველოში“ (CASEDE), ფარგლებში გაიმართა საბოლოო შეხვედრა, თბილისში, საქართველოს უნივერსიტეტში. სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან შეხვდრას ესწრებოდნენ პროფესორი თინა გელაშვილი და თეონა ჟუჟუნაძე, საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების სპეციალისტი. შეხვედრის განმავლობაში პროექტის პარტნიორებმა მიმოიხილეს პროექტის ორი წელი და მიღწეული შედეგები.
24 სექტემბერს პროექტის პარტნიორები შეხვდნენ ICC-ის აღმასრულებელ დირექტორს მაიკელ მარტლის და წევრ დამსაქმებლებს. პროექტის პარტნიორმა, საქართველოს უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა მოწვეულ სტუმრებს წარუდგინეს კარიერული ცენტრები და 2014-2015 წლის კარიერული მომსახურების პროგრამა. შეხვედრის ბოლოს დამსაქმებლებმა წარმოადგინეს თავიანთი რეკომენდაციები და დაისახა ერთობლივი სამომავლო გეგმები.