06.10.2014

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულმა ფაკულტეტმა განაახლა იმიტირებული სასამართლო პროცესების წარმოდგენა.
2014 წლის 9 ოქტომბერს,14:00 საათზე, იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტების ინიციატივითა და მონაწილეობით, იურიდიული ფაკულტეტის პედაგოგის, ქალბატონ ნელი ღონღაძის დახმარებით, იმიტირებული სასამართლო პროცესების დარბაზში, განხილული იქნება სისხლის სამართლის საქმე, 108-ე მუხლი.