07.10.2014

2014 წლის 8 ოქტომბერს,14:00 საათიდან, გაიმართება სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის „მწვანეების„ ეკოექსკურსია.: ეკო-კლუბ „ გააფერადე დედამიწის“ წევრების მონაწილეობით. 
მარშრუტი: უნივერსიტეტის II კორპუსი _ ქალაქ ახალციხის შემოგარენი, "და-ძმის" ეკლესია.
ჩატარდება დასუფთავების აქცია საქართველოს გარემოს დაცვის მიზნით.
ეკო-კლუბის წევრები, მარშრუტში შემავალი წყაროების სასმელი წყლის სინჯებს აიღებენ. წყლის სინჯის აღება რამდენიმე ადგილას მოხდება.
შემდგომი კვლევა მიეძღვნება წყლების, ნიადაგის, მცენარეების დაბინძურებას მანგანუმითა და სხვადასხვა მძიმე მეტალებით.
„ჩვენი ამოცანაა ამ ეტაპზე გავმართოთ დასუფთავების აქცია და სინჯები ავიღოთ, გავაკეთოთ კვლევა, რაც საქართველოში არსებული ლაბორატორიებითაა შესაძლებელი, შემდეგ ცოტა სხვა მიზნებიც გვაქვს ლაბორატორიულ შემოწმებებთან დაკავშირებით“ - განაცხადა უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა გიორგი მესხმა.