07.10.2014

6 ოქტომბერს, სამცხე - ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, როინ ყავრელიშვილი, გასვლითი საჯარო ლექციით ,,საქართველო თურქეთის დიპლომატიური ურთიერთობის ისტორიიდან" ახალქალაქის მუნიციპალიტეტის №3 საჯარო სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს შეხვდა.
ლექციამ თემის აქტუალობიდან გამომდინარე დიდი დაინტერესება გამოიწვია,შესაბამისად სათანადო კითხვებიც დაისვა. აუდიტორიის მხრიდან იყო გულთბილი მოგონებებიც, რადგანაც ბატონი როინი ამ სკოლის სასიქადულო აღზრდილია.
დასასრულს, პროფესორმა როინ ყავრელიშვილმა მშობლიური სკოლის ბიბლიოთეკას საჩუქრად საკუთარი წიგნი ,,დიმიტრი შალიკაშვილის თურქული დღიურები , 1920 წლის 27 დეკემბერი - 1921 წლის 20 მარტი“ გადასცა.