10.10.2014

2014 წლის 9 ოქტომბერს, 14:00 საათზე, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებმა წარმოადგინეს განახლებული იმიტირებული სასამართლო პროცესი. განხილულ იქნა სისხლის სამართლის საქმე, განზრახ მკვლელობა, 108-ე მუხლი.
პროცესს ხელმძღვანელობდა იურიდიული ფაკულტეტის პედაგოგი, ქალბატონი ნელი ღონღაძე.
სხდომას ესწრებოდნენ ადმინისტრაციის თანამშრომლები და ახალციხის საჯარო სკოლების დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები.
პროცესის ბოლოს გაიმართა დისკუსია. უნივერსიტეტის პრორექტორმა, ბატონმა ნიკო ახალკაცმა მადლობა გადაუხადა სტუდენტებს და ისაუბრა ამგვარი სხდომების მნიშვნელობაზე სტუდენტების პროფესიული ზრდისთვის.
ქალბატონი ნელი ღონღაძის განმარტებით, ამგვარი პროცესები კვლავაც გაგრძელდება და განხილული იქნება საქართველოში არსებული სამართლის ყველაზე მნიშვნელოვანი და პრობლემური საკითხები.