10.10.2014

10688087 566373170133687 7874471430635292462 o2014 წლის 9 ოქტომბერს, სამცხე - ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ენის კაბინეტში, სამეცნიერო გულანის მორიგი სხდომა გაიმართა.
ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ნესტან სულვამ წაიკითხა მოხსენება თემაზე ,,კაენისა და აბელის ჰიპოდიგმური სახისმეტყველებისათვის ჰიმნოგრაფიაში“, რომელიც შეეხებოდა კაენისა და აბელის სახისმეტყველებას საღვთისმეტყველო ლიტერატურაში.
მოხსენებამ დიდი ინტერესი გამოიწვია მსმენელებში. გაიმართა მეტად საინტერესო დისკუსია. ქალბატონმა ნესტანმა არაერთ კითხვას გასცა პასუხი თემის ირგვლივ.