15.10.2014

2014 წლის, 13 ოქტომბერს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში არასამთავრობო ორგანიზაცია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) პროექტის ,,ღია მმართველობის პარტნიორობის ხელშეწყობა" ფარგლებში, უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის სემინარი გამართა. სემინარის მიზანია პროექტში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა და პარტნიორობის შესახებ ცნობიერების ამაღლება.
სემინარის მუშაობა აქტიურად წარიმართა, ,,ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" დირექტორმა, გიორგი კლდიაშვილმა ამომწურავი პასუხები გასცა სტუდენტების მიერ დასმულ შეკითხვებს.