15.10.2014

15 ოქტომბერს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა სტუდენტებს ორგანიზაცია ,,მოქალაქის"  პროექტის, „სტუდენტები თვითმმართველობისათვის“ პრეზენტაცია წარუდგინეს, რომელსაც უძღვებოდა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის პირველი მოადგილე, ივა მინდაძე.

პროექტის მიზანია:

  • ახალგაზრდების ჩართვა სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროცესში, ადგილობრივი დემოკრატიის გაძლიერება, თვითმმართველობის იდეის პოპულარიზაცია ახალგაზრდებში.
  • საზოგადოებრივ პროცესებში სტუდენტების თანამონაწილეობის მნიშვნელობის გაზრდა და მოქალაქეობრივი მოვალეობებისა თუ როლის გაცნობიერების ხელშეწყობა.
  • თვითმმართველობის საკითხებში ახალგაზრდა პროფესიონალების მომზადებისა და ჩართულობის ხელშეწყობით ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების მხარდაჭერა.

ამ მიზნის მისაღწევად პროექტით გათვალისწინებულია:

 

  • სტუდენტების მიერ მუნიციპალიტეტების საჭიროებების შესწავლა/ანალიზი, მუნიციპალიტეტების განვითარების გეგმის და ადგილობრივი ბიუჯეტის ალტერნატიული პროექტების შემუშავება.
  • სტუდენტთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, თვითმმართველობის არსის და ადგილობრივი საბიუჯეტო პროცესის გაცნობა.

კონკურსი ტარდება სამ ეტაპად:

სხვა პრიზებთან ერთად, გამარჯვებული გუნდის წევრებისთვის მოეწყობა სასწავლო-შემეცნებითი ტური განვითარებული თვითმმართველობის მქონე ევროპის ქვეყნებში.

დეტალური ინფორმაციისათვის დარეკეთ ცხელ ხაზზე 247 33 33 ან ეწვიეთ პროექტის Facebook-ის გვერდს www.facebook.com/StudentsForGeorgia 
რეგისტრაცია იწარმოებს 7 ოქტომბრიდან 7 ნოემბრის ჩათვლით ვებვერდებზე:
www.mokalake.ge online.naec.ge www.naec.ge