17.10.2014

medea burduli2014 წლის 16 ოქტომბერს, სამცხე - ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ენის კაბინეტში, სამეცნიერო გულანის მორიგი სხდომა გაიმართა. მოხსენება თემაზე, ,,საველე ეთნოგრაფიული პრაქტიკის ანგარიში" წაიკითხა ისტორიის დოქტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა მედეა ბურდულმა. მოხსენება შეეხებოდა უნივერსიტეტის განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ეთნოლოგიის დამატებითი (minor) პროგრამის სტუდენტების საველე ეთნოგრაფიულ პრაქტიკას, რომლის მიზანი ლექციებზე მიღებული თეორიული ცოდნის შევსება, საველე ეთნოგრაფიული კვლევის მეთოდების პრაქტიკული გამოყენება და ჩვენი რეგიონის ტრადიციული სამეურნეო კულტურისა და განვითარების პოტენციალის გამოვლენა იყო. როგორც ქალბატონმა მედეამ განაცხადა, სტუდენტთა ეთნოგრაფიული პრაქტიკის მიზანი შესრულებულია, ისინი გაეცვნენ ველზე მუშაობის სპეციფიკას, შეუძლიათ დამოუკიდებლად მთხრობელთან კონტაქტის დამყარება და მათთვის საინტერესო თემაზე ინფორმაციის მიღება.
მოხსენებამ დიდი ინტერესი გამოიწვია მსმენელებში, თემის ირგვლივ გაიმართა დისკუსია, უამრავ კითხვას გაეცა პასუხი.