20.10.2014

respublikuri instituti2014 წლის 19 სექტემბერს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია რესპუბლიკური ინსტიტუტი, პროექტით ,,გზა დასავლური ღირებულებებისაკენ“.
პროექტის ფარგლებში, პავლე ზაზაძის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა საჯარო დისკუსია, რომელშიც წარმოდგენილი იყო ორი ლექცია: პოლიტიკური იდეოლოგიები - მომხსენებელი: ლ. ბერძენიშვილი და საქართველოს საგარეო პოლიტიკა - მომხსენებელი: ი. ხაინდრავა.
შეხვედრას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მერაბ ბერიძე, აკადემიური პერსონალი, ადმინისტრაციის წარმომადგენლები და სტუდენტები.
შეხვედრამ მეტად საინტერესოდ ჩაიარა. დასასრულს გაიმართა დისკუსია, რომელშიც აქტიური მონაწილეობა მიიღეს სტუდენტებმა. გამოითქვა სურვილი მსაგავსი ლექციების მომავალში ჩატარებისა.