21.10.2014

2014 წლის 18 ოქტომბერს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის კლუბის წევრები სტუმრობდნენ. კლუბის წევრების სტუმრობის მიზანს რეგიონში არსებული პრობლემების გაცნობა და შესწავლა წარმოადგენდა. კლუბი უახლოეს მომავალში აპირებს არასამთავრობო ორგანიზაციის „ახალგაზრდა კავკასიელის“ ჩამოაყალიბებას. შავი ზღვის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის კლუბის პრეზიდენტმა ვაკო ხელაძემ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს სტუმრობის მიზანი გააცნო და სურვილი გამოთქვა,მათი კურატორობით, მსგავსი ორგანიზაციის სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში შექმნისა. შეხვედრის შემდეგ სტუმრებმა, სტუდენტებთან ერთად მოინახულეს რეგიონში არსებული რამდენიმე ისტორიული ძეგლი.