23.10.2014

2014 წლის 22 ოქტომბერს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პავლე ზაზაძის საკონფერენციო დარბაზში, ახალციხის მერი ბატონი გიორგი კოპაძე ცალკეული სამსახურების პასუხისმგებელ პირებთან ერთად, უნივერსიტეტის სტუდენტებს, ადმინისტრაციის თანამშრომლებს და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა,რომელშიც აქტიურად ჩაერთვნენ სტუდენტები, მათ განსახილველად წამოჭრეს ქალაქში არსებული პრობლემები.
ქალაქის მერმა სტუდენტებს თანამშრომლობა შესთავაზა და დახმარება აღუთქვა. აგრეთვე, ისაუბრა გაწეულ მუშაობაზე და გააცნო პრობლემების აღმოსაფხვრელად დაგეგმილი ღონისძიებები. აღსაღნიშნავია, რომ მსგავსი შეხვედრები გაგრძელდება, რომელთა მიზანიც უნივერსიტეტის პრობლემების უკეთ შესწავლაა.