23.10.2014

22 ოქტომბერს, სამცხე-ჯავახეთის სახლმწიფო უნივერსიტეტის ქართული ენის კაბინეტში სამეცნიერო გულანის მორიგი სხდომა შედგა. მოხსენება თემაზე - ,,ქართული ენა - სახელმწიფო ენა და კომპიუტერის ენა“, წაიკითხა ინჟინერიის დოქტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა ლელა წითაშვილმა.
მოხსენება შეეხებოდა ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის მნიშვნელობას. მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა ქართული ენის, მეტყველებისა და აზროვნების ტექნოლოგიზებული ანბანის შემუშავების აუცილებლობაზე, რომლის შემდეგ, ქართველი ერი, თანასწორად სხვა ერებისა, დაუსრულებლივ შეძლებს თავისივე ენით სრულფასოვნად ითანამშრომლოს და მიიღოს მონაწილეობა ტექნოლოგიზებული ენებით ელექტრონულად ორგანიზებულ საერთაშორისო საინტერნეტო ქსელში.
მოხსენებამ დიდი ინტერესი გამოიწვია და გამოითქვა სურვილი, რომ ქართული ენის კულტურული არსებობის უზრუნველსაყოფად, ჩვენმა უნივერსიტეტმა გარკვეული წვლილი შეიტანოს ამ საქმეში.