29.10.2014

oqros delfiniმიმდინარე წლის 27 ოქტომბერს, შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში გაიმართა ასოციაცია ,,OTHERWAIS“-ის დაჯილდოვების ცერემონიალი, რომელსაც 45 ქვეყნის 100-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა, მათ შორის სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიეტეტის რექტორი, პროფესორი მერაბ ბერიძე და საზღვარგარეთთან ურთიერთობის მიმართულების უფროსი სპეციალისტი გურანდა მოდებაძე. სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, როგორც საუკეთესო მენეჯმენტისა და პრესტიჟის მქონე ორგანიზაცია, ასოციაციის ჯილდოთი ,,ოქროს დელფინით“ და სერტიფიკატებით  დაჯილდოვდა.   შეხვედრაზე უნივერსიტეტის რექტორმა, ბატონმა მერაბ ბერიძემ წაიკითხა მოხსენება - ,,პროგრესის უნივერსიტეტი“.jenea