30.10.2014

guliko beqauri2014 წლის 30 ოქტომბერს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი გულიკო ბექაური, ასპინძის საჯარო სკოლაში, მორიგი საჯარო ლექციით, თემით ,,პიროვნების ფსიქოლოგია“ წარსდგა. 
მოხსენებას მოსწავლეთა გარდა საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ და დაგეგმილ დროზე ხანგრძლივად გაგრძელდა. ლექციამ დიდი დაინტერესება გამოიწვია მსმენელებში.მოსწავლეების მხრიდან იყო უამრავი შეკითხვა და სურვილი მომხსენებელთან კვლავ შეხვედრისა.
საინტერესო იყო ისიც, რომ ქალბატონმა გულიკო ბექაურმა მოსწავლეებთან ლექციისას გამოიყენა პიროვნების თვითშეფასების ტესტი, რომელმაც პროფესიათა არჩევისას მოსწავლეთა შორის მიღწევის მოთხოვნილების დონე გამოავლინა