31.10.2014

shexvedra administraciastan2014 წლის 30 ოქტომბერს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მერაბ ბერიძე, უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, აკადემიურ პერსონალს და ადმინისტრაციის თანამშრომლებს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხებოდა ,,OTHERWAIS“-ის დაჯილდოების ცერემონიას, რომელიც გაიმართა 27 ოქტომბერს, ქალაქ ჟენევაში. სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს, როგორც საუკეთესო მენეჯმენტისა და პრესტიჟის მქონე ორგანიზაციას გადაეცა ჯილდო ‘’ოქროს დელფინი’’. დაჯილდოების ცერემონიალს ესწრებოდნენ, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მერაბ ბერიძე და საზღვარგარეთთან ურთიერთობის მიმართულების უფროსი სპეციალისტი გურანდა მოდებაძე.
ბატონმა მერაბმა მოკლედ მიმოიხილა ჟენევაში ვიზიტის დეტალები და აღნიშნა, რომ ეს მთელი გუნდის დამსახურებაა და ეს ჯილდო მთელ უნივერსიტეტს ეკუთვნის. „მიხარია, რომ ეს ჯილდო მიიღო ჩვენმა უნივერსიტეტმა. ამას შენარჩუნება უნდა. ეს ყველაფერი არის ერთიანი იდეების პრინციპზე აგებული მუშაობით განპირობებული. ამ ჯილდოს გილოცავთ ყველას“.
უნივერსიტეტს ჯილდოს მიღება მიულოცეს უნივერსიტეტის თანამშრომლებმა, ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა.
ბატონმა მერაბმა შეხვედრაზე, აგრეთვე ისაუბრა ადმინისტრაციის თანამშრომლებისა და დამხმარე პერსონალის მომატებულ ხელფასებზე. საუბარი კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.
დასასრულს, ბატონმა მერაბმა კიდევ ერთხელ მიულოცა უნივერსიტეტის თანამშრომლებს აღნიშნული ჯილდოს მიღება.

shexvedra admintan