03.11.2014

unnamedმიმდინარე წლის 19-22 ოქტომბერს, მაკედონიაში, ქ. სკოპიაში ჩატარდა 25-ე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია AUDEM  -უნივერსიტეტების ალიანსი დემოკრატიის განვითარებისთვის, სადაც საქართველოდან მონაწილეობას ღებულობდა ოთხი პროფესორი.  სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან კონფერენციას ესწრებოდა პროფესორი თინა გელაშვილი, ასოცირებული პროფესორი გულნარა ჯანოვა და ასოცირებული პროფესორი ცირა მესხიშვილი, ხოლო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ასოცირებული პროფესორი იზაბელა პეტრიაშვილი.