03.11.2014

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტების ინიციატივით კინოკლუბი ჩამოყალიბდა. პროექტის ორგანიზატორები არიან განათლების, სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები, ბესო ლომსაძე და შოთა ინასარიძე.
31 ოქტომბერს, უნივერსიტეტის I კორპუსის სააქტო დარბაზში გაიმართა კინოკლუბის გახსნის ღონისძიება და შედგა პირველი ჩვენება ფილმით -,, მკვდარი პოეტების საზოგადოება".
სტუდენტების მხრიდან არის დიდი დაინტერესება. იგეგმება ფილმების ჩვენება, რომელიც შეეხება აქტუალურ პრობლემებს. იმედი გვაქვს, რომ სტუდენტები ნაჩვენები ფილმებიდან არა მარტო სიამოვნებას, არამედ გარკვეულ ცოდნასაც მიიღებენ - ამბობენ ორგანიზატორები.