05.11.2014

ninowmindis bavSvta saxliსამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი არაერთი საქველმოქმედო ღონისძიების ორგანიზატორია, განსაკუთრებულ ყურადრებას კი ნინოწმინდის წმ. ნინოს სახელობის ბავშვთა პანსიონის მიმართ იჩენს. 4 ნოემბერს, მორიგი საქველმოქმედო მისიით, უნივერსიტეტის თანამშრომელთა თერთმეტკაციანი ჯგუფი, რექტორის, პროფესორ მერაბ ბერიძის ხელმძღვანელობით, ნინოწმინდის ბავშვთა სახლს კვლავ ეწვია და პატარები კვების პროდუქტებით გაახარა. თავის მხრივ, ბავშვებმა უნივერსიტეტელებს თავისი შემოქმედება აჩვენეს. შეხვედრას ემოციებისა და ცრემლების გარეშე არ ჩაუვლია. ბატონმა მერაბ ბერიძემ დამშვიდობებისას პატარებს უახლოს ხანში კვლავ შეხვედრა აღუთქვა.