05.11.2014

გაცნობებთ, რომ საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერა ტარდება მიმდინარე წლის 5 ნოემბრიდან 19 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში. მოგმართავთ თხოვნით, აღწერის სრულყოფილად და მაღალორგანიზებულად განხორციელების მიზნით, გაუწიოთ დახმარება სპეციალურად ამ მიზნისათვის მომზადებულ აღმწერებს და მიაწოდოთ ობიექტური ინფორმაცია თქვენი და თქვენი შინამეურნეობის წევრების შესახებ. აღწერასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია, გთხოვთ იხილოთ
ვებ-გვერდზე: www.geostat.ge და www.census.ge