06.11.2014

teona jujunaZe2014 წლის 6 ნოემბერს, სამცხე-ჯავახეთის სახლმწიფო უნივერსიტეტის ქართული ენის კაბინეტში შედგა სამეცნიერო გულანის მორიგი სხდომა. მოხსენება თემაზე ,,ერთი არაჩვეულებრივი სკოლის შესახებ ქალაქ ერევანში“, წაიკითხა უნივერსიტეტის მოწვეულმა მასწავლებელმა თეონა ჟუჟუნაძემ. მოხსენება ეხებოდა ქალაქ ერევნის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე დასახლებაში არსებულ სკოლასა და საზოგადოებრივ ცენტრს. სკოლა ძალზედ ინოვაციურია, სწავლება მორგებულია ადამიანის თავისუფალი აზროვნების განვითარებაზე... თემამ დიდი დაინტერესება გამოიწვია მსმენელებში, დაისვა უამრავი კითხვა და გამოითქვა სურვილი საქართველოში მსგავსი სკოლების არსებობისა.