07.11.2014

დღეს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური ინტერნეტ გაზეთის დაბადების დღეა.
jav.ge უკვე სამი წლისაა. გაზეთს 2011 წლის 7 ნოემბერს ჩაეყარა საფუძველი. მას შემდეგ არაერთი პატრიოტული და აქტუალური სტატია გამოქვეყნდა გაზეთის გვერდებზე, დაისვა და გაშუქდა მრავალი პრობლემური საკითხი.
უნივერსიტეტი ულოცავს თავის სტუდენტურ გაზეთს დაბადების დღეს და უსურვებს ნაყოფიერ და საინტერესო სამუშაო პროცესს.