10.11.2014

2014 წლის 21 აპრილიდაშოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უზრუნველყოფით საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტებს თავისუფალი წვდომა აქვთ Elsevier-ის ScienceDirect-ის და Scopus-ის ბაზებზე.
ScienceDirect-ზე განთავსებულია მსოფლიოს რეცენზირებადი სამეცნიერო, ტექნიკური და სამედიცინო შინაარსის ნაშრომების თითქმის ერთი მეოთხედი სრული ტექსტის სახით.
Scopus წარმოადგენს ციტირებადი ლიტერატურის აბსტრაქტირებისა და ინდექსირების ბაზას, რომელიც კვლევის ანალიზის საშუალებას იძლევა ყველა დარგში.
ელექტრონული რესურსები ხელმისაწვდომია უნივერსიტეტის კომპიუტერული ქსელებიდან.
ბაზაში შესასვლელად გადადით შემდეგ მისამართებზე www.sciencedirect.com ან www.scopus.com
ScienceDirect და Scopus-ის ეფექტურად გამოყენებისათვის გაეცანით გზამკვლევს შემდეგ მისამართზე:http://trainingdesk.elsevier.com/