11.11.2014

განათლების საერთაშორისო ცენტრმა, რომელიც პრემიერ - მინისტრის ინიციატივების ფარგლებში ამა წლის გაზაფხულზე შეიქმნა, გამოაცხადა მორიგი კონკურსი საზღვარგარეთ სწავლის დაფინანსების მსურველთათვის შემდეგ პროგრამებზე:
1. საერთაშორისო სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამა;
2. საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების პროგრამა.
13 ნოემბერს, 14 საათზე, სამცხე - ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, სამთავრობო გეგმებისა და ინოვაციების სამსახურის თანამშრომელი თინათინ ბრეგვაძე გამართავს აღნიშნული პროგრამების პრეზენტაციას.