11.11.2014

lomsazeქვეყნის მასშტაბით ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ მიმდინარე აქციას სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტიც შუერთდა.
11 ნოემბერს, უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, ლექცია-სემინარი თემაზე - ,,პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულებებისათვის“, იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა მალხაზ ლომსაძემ წაიკითხა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სტუდენტები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ასევე, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურისტი პაპუნა მანველიშვილი და ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურისტი ნათია ნადიბაიძე.
ლექციამ საინტერესოდ და კითხვა პასუხის რეჟიმში ჩაიარა.