12.11.2014

ruka ninowminda2014 წლის 11 ნოემბერს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი მერაბ ბერიძე, ილია ჭავჭავაძის სახელობის ქ. ახალქალაქის №3 საჯარო სკოლას ( დირექტორი ქალბატონი ლელა ჭინჭარაული) ეწვია და მოსწავლეების სურვილის გათვალისწინებით ესაუბრა თემაზე ,, სამცხისა და ჯავახეთის ისტორიული საზღვრები“. ლექციამ დიდი ინტერესი გამოიწვია, მოსწავლეების მხრიდან დაისვა ბევრი შეკითხვა ჯავახეთის ისტორიიდან.
მერაბ ბერიძე ამის შემდეგ ნინოწმინდის წმ. ნინოს სახელობის ბავშვთა პანსიონს კვლავ ეწვია და ბავშთა სახლის აღსაზრდელებს ტანსაცმელი, ხოლო ბიბლიოთეკას ქართველ მეცნიერთა შრომების კრებული ,,ჯავახეთი“ გადასცა. 

bavshvebtan ninowminda     javaxeti ninowminda