13.11.2014

საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ორგანიზებით, ტარდება სტუდენტური ჩემპიონატი ფუტსალში. 2014 წლის10 ნოემბერს,  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სპორტულ დარბაზში, სამცხე - ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი შეხვდა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდს. შეხვედრა დამთავრდა ჩვენი სტუდენტების გამარჯვებით, ანგარიშით 2:1.