13.11.2014

tinatini2014 წლის 13 ნოემბერს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, სამთავრობო გეგმებისა და ინოვაციების სამსახურის თანამშრომელი, თინათინ ბრეგვაძე შეხვდა სტუდენტებსა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის თანამშრომლებს. შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო განათლების საერთაშორისო ცენტრის პროგრამების პრეზენტაცია.
განათლების საერთაშორისო ცენტრის მიზანია, საქართველოს მოქალაქეებმა მიიღონ საუკეთესო საერთაშორისო განათლება, აიმაღლონ კვალიფიკაცია და დასაქმდნენ საჯარო სამსახურში.
კონკურსი გამოცხადდა შემდეგ პროგრამებეზე:
• საერთაშორისო სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამა
• საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების პროგრამა
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს www.iec.gov.ge