18.11.2014

toernati17 ნოემბერს მუსლიმი მესხები აღნიშნავენ 1944 წელს მომხდარი დეპორტაციის 70-ე წლისთავს. ამ დღესთან დაკავშირებით სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში გაიმართა ღონისძიება, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია ,,ტოლერანტის“ ერთობლივი ორგანიზებით. ნაჩვენები იქნა დოკუმენტური ფილმი „ერთი კენჭი სამშობლო“.
ღონისძიებას ესწრებოდნენ რეპატრირებული მესხები, ორგანიზაცია „ვათანის“ წარმომადგენლები და რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსი, ბატონი ირაკლი კოკაია.turqi mesxebi