17.11.2014

„მათ გადასცურეს ზღვა?!“
2014 წლის 19 ნოემბერს, 14:00 საათზე, უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში, კინოკლუბი წარმოგიდგენთ დოკუმენტურ ფილმს „ჯინსების თაობა“.
...1983 წლის 18 ნოემბერს, თბილისში, შვიდმა მეგობარმა საბჭოთა საქართველოდან თვითმფრინავის გატაცება და ამ გზით ამერიკაში მოხვედრა სცადა. მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა, ისინი სასამართლოს წინაშე წარსდგნენ. ტერორიზმის ბრალდებით დაპატიმრებულ ახალგაზრდებს, ფეხმძიმე გოგონას გარდა, საბჭოთა ხელისუფლებამ სასჯელის უმაღლესი ზომა, დახვრეტა მიუსაჯა. ეს ამბავი ქართული ისტორიის ტრაგიკული ფურცელია და დღემდე საიდუმლოებებით არის მოცული....