18.11.2014

galaktionis saramo2014 წლის 17 ნოემბერს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში მოეწყო გალაკტიონ ტაბიძის დაბადებიდან 123 - ე წლისთავისადმი მიძღვნილი შემოქმედების ამსახველი ლიტერატურის გამოფენა. სამეცნიერო ბიბლიოთეკის თანამშრომლების მიერ მომზადდა საცნობარო ბუკლეტი, რომელშიც პოეტის ბიოგრაფია და შემოქმედებითი გზაა აღწერილი. დაიგეგმა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ქართული ფილოლოგიის პირველი კურსის სტუდენტებთან ერთად, სამეცნიერო ბიბლიოთეკაში მოეწყოს გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედებითი საღამო.
გამოფენა გაგრძელდება 21 ნოემბრამდე.